воскресенье, 27 апреля 2014 г.

ტრენინგის მეერვე დღე

დღე იყო ძალიან კარგი. კვირაცხოვლობა-აღდგომის დღესასწაულის სწორი დღე.განახლების კვირა.
ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულზე. ძალიან საინტერესოა. შევადგინეთ ელექტრონული კითხვარები.
ვისწავლეთ როგორ გავუწით ფასილიტაცია კლასს სწავლებისას.

четверг, 24 апреля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე.

ძალიან საინტერესო დღე იყო. ვიმუშავეთ ჯგუფებშიგანვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის. ვისაუბრეთ დამატებით მასალების შექმნაზე მოსწავლეთა გეზის მი- საცემად.(სკაფოლდინგი) მადლობა ქალბატონ მაიას ასეთი ლამაზი დღისთვის.

понедельник, 21 апреля 2014 г.

ქრისტე აღდგა. გილოცავთ მართლმადიდებლებო.
გფარავდეთ უფლის მადლი და დიდება.


четверг, 17 апреля 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო-ინტერნენტი იყო ძალიან ნელი.მიუხედავად ამისა მაინც ბევრი რამის შესწავლა და გაკეთება მოვასწარით. დაღლით კი ძალიან დავიღალე.ბევრი ახალი ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.

ბლოგებზე განვიხილეთ მიმართულების .მიმცემი საკვანძო კითხვები,გავითვალიწინეთ სხვა წევრების მიერ შემოთავაზებული იდეები.

ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე:პრეზენტაცია და ბროშურა.-

განვიხილეთ ბლოგზე ვიდეო მასალის ატვირთვის საშვალებები.

s l i d e b o o m .c o m -ში ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა.

დიდი მადლობა ნაყოფიერი დღისთვის მაიკო.

პროექტი


PROEQTI
View more presentations or Upload your own.
/>

среда, 16 апреля 2014 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ გადავარჩინოთ დედამიწა? ან  როგორ გავხადოთ  უსაფრთხო ჩვენი
ცხოვრება?

თემატური კითხვები
რატომ გვაფრთხილებს განათლების სამინისტრო?

შინაარსობრივი კითხვები
რა არის ნიკოტინი.?
რა შედგენილობისაა იგი?
რა არის სუნთქვა?
რა გავლენას ახდენს თამბაქოს ბოლი სუნთქვის პროცესზე.
შეადარეთ როგორ სუნთქავს მწეველი და არამწველი ადამიანი?
რა ჟანგვის პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში წევის დროს?
რა როლს ასრულებს გამონაბოლქვი  ატმოსფეროზე და სხვა ადამიანთა ორგანიზმზე?
საიდან და როგორ გავრცელდა თამბაქო?


среда, 9 апреля 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

9აპრილი. ოთხშაბათი დღე.ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო,შრომატევადი და ნაყოფიერი. განვიხილეთ: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა. დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა. ძალიან დავიღალე.

воскресенье, 6 апреля 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღე ძალიან დატვურთული იყო. ბევრი რამ ვისწავლეთ-ახალი და საინტერესო .გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე,პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ,,DRIVE GOOGLE,,-ზე და ვივარჯიშეთ   ინფორმაციის გაზიარებაზე.მივიღეთ შემდეგი მეცადინეობის დავალება.ძალიან კმაყოფილი ვარ.

вторник, 1 апреля 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

დღე ს 30 მარტია. კვირა.ტრენინგი ჯეოოთახში ჩაგვიტარდა,რამაც პირადად ჩემზე დადებითად  იმოქმედა.საოცრად დატვირთული დღე გვქონდა.მიმოვიხილეთ სასწავლო პროექტები.დავიწყეთ პუბლიკაციაზე მუშაობა.განვიხილეთ პირველი მოდული ბოლომდე.ტრენინგმა ნაყოფიერად   ჩაიარა.